„ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც და ბოლო პოსტიც ეძღვნება... - რას წერს მეგობარი დავით ბერიაშვილზე

დავით ბერიაშვილი

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ბერიაშვილია. 

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა" ერთ-ერთი მოქალაქე, ტასო მოდებაძე დავითის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

„ერთი წლის წინ დავითმა მეგობრებთან ერთად შექმნა სამაგიდე თამაში Legend of Kartlos სადაც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები და სიუჟეტები გააცოცხლეს.

თამაშის მასობრივი დაბეჭდვისთვის ქრაუდფანდინგის, სახალხო დაფინანსების ეტაპზე იყვნენ და იქნებ ამ ადამიანებს, სწორედ დავითის სახელით მივეშველოთ. გადახედეთ დავითის გვერდს, ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე - საქართველოს..  

მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც... რა სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადებიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს სამოთხეში ჩაიკარგა...მისი ბოლო პოსტი ეძღვნება თავისუფლებას... მშვიდად განისვენე...",- წერს ტასო მოდებაძე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება

„არ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე...!“ - რაჭის ჯგუფში საგანგებო განცხადება ვრცელდება

დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან - მარიტა გუტაშვილი

VIDEO: „მარტო მიწის ხმა მოკლავდა ადამიანს... სამშვიდობოს გასულს გამახსენდა რომ იქ ოჯახის წევრები დავტოვე...“ - შემზარავი ტრაგედიის დეტალები

ახალი კადრები ტრაგედიის ეპიცენტრიდან - მაშველების, ჯარის, მოხალისეების ბრძოლა სტიქიის შედეგებთან

ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი... - ზურაბ აზარაშვილი

ბავშვები, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ - ტრაგედია რაჭაში

შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია - ჯანდაცვის მინისტრი