„დათიკო აგრძელებს ბრძოლას, რომ შეძლოს ფეხზე დადგომა, კიდევ გაღვივდა იმედის ნაპერწკალი“ - დათის საზოგადოების დახმარება სჭირდება

დათი

ცნობილი ქართველი იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, 2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

აღსანიშნავია, რომ დათიც, ამ ეტაპზე აშშ-ში იმყოფება და რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპისთვის ემზადება. დათის ოპერაციისთვის შესაბამისი თანხები და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

 ვახო ბიჭიკაშვილი მოქალაქეებს გაერთიანებისკენ და დათის გვერდში დგომისკენ მოუწოდებს:

„ეს ვიდეო მე და სოფომ გადავიღეთ GEOproduction-ისთვის, გასულ ზაფხულს, მერე ისიც ვიფიქრე, იქნებ ნახოს და არ მოეწონოს-მეთქი, დათიკო საკმაოდ გაიზარდა ავარიის და ამდენი ოპერაციის შემდეგ, ყველაფერს გრძნობს და განსაკუთრებული თვალით უყურებს, შეეცვალა ბავშვური სამყარო, მალე გაიზარდა საკუთარ ჯანმრთელობასთან მოუმზადებელ და მოულოდნელ ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დათი არ კარგავს მოტივაციას სამყაროსგან გამოგზავნილი სირთულის დასაძლევად, ის ისევ აპირებს ბრძოლას, რომ დადგეს ფეხზე, დიდი ხანი ელოდა თვითონაც და მშობლებიც ამ ოპერაციის ჩანიშვნას, თითქოს კიდევ გაღვივდა იმედის ნაპერწკალი, უცბად ის გახდა შესაძლებელი, რისი წარმოდგენაც რაღაც დონეზე შეუძლებელი იყო, ისრაელის და ამერიკელი წამყვანი მედიკოსების მსჯელობით, დათიკო აგრძელებს ბრძოლას შეძლოს ფეხზე დადგომა, ამისთვის ჩვენ ვყავართ ყველა, ასე რომ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა გავერთიანდეთ, და ვისაც როგორ შეგვიძლია, დავუდგეთ გვერდით!

#GE90BG0000000101545483 საქ. ბანკი. მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

#GE05TB7962745064300024 თბს. ბანკიმიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

Zelle: Iraklikokrashvili@gmail.com

M.D. Irakli Kokrashvili For Dati / დათისთვის “, – წერს ვახო ბიჭიკაშვილი.