დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს

მანქანები

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს.

ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ რიგ დარღვევებზე ჯარიმები 40-75%-ით შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს:

15-40 კმ/სთ-ით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარიდან 60 ლარამდე შემცირებას;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას;

სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, თუ ქმედებას არ მოჰყოლია საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის წარმოშობა, ჯარიმის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 20-ის ნაცვლად 10 ქულით შემცირებას;

ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 10-ს ნაცვლად 5 ქულით;

ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 20 ლარამდე შემცირებას;... ვრცლად