ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პარიზი მალე მუსულმანური ქალაქი გახდება.
თეთრი სახლის ლიდერი საფრანგეთში არეულობებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ემანუელ მაკრონისთვის არაერთხელ უთქვამს, საზღვრები ჩაეკეტა, თუმცა მან მას არ დაუჯერა.
ტრამპის თქმით, საფრანგეთში ძალიან ბევრი ადამიანი შეუშვეს, რაც პრობლემად იქცა.
„ემანუელი ჩემი დიდი მეგობარია. დიდი ხნის წინ მე მას ვუთხარი: „თქვენ საფრანგეთში დიდ შეცდომას უშვებთ. ყველას მთელი მსოფლიოდან შემოსვლის უფლებას აძლევთ“. მთელი მსოფლიო იქ ჩადის. როგორც იცით, ძალიან მალე პარიზი მუსულმანური ქალაქი გახდება. ეს საქმე არაა. მე ვუთხარი: „უნდა ჩაკეტო საზღვრები“. მე მას დაახლოებით 8 ან 9 წელია ვიცნობ. მე მას შეხვედრისთანავე ვუთხარი: „დიდ შეცდომას უშვებთ“. ჩვენ ჩვენი საზღვრები ჩავკეტეთ, ხოლო მან არა“, - განაცხადა ტრამპმა.