,,ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა" - ალბანეთის პრემიერ-მინისტრი

ნი

ალბანეთის მასშტაბური პროტესტი გრძელდება, სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია ტირანას ცენტრში დაპირისპირებაში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრანტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, შექმნილი ვითარებით მოსარგებლე პირებთან მოლაპარაკება დაუშვებელია. მისი თქმით, ახალგაზრდა დემონსტრანტებზე გავლენას ახდენს ახალი რადიკალური ძალა, რომელსაც ის "ანტიფას" უკავშირებს.

"დაუშვებელია მოლაპარაკება ნებისმიერ პირთან, ვინც შექმნილი ვითარებით სარგებლობს. ეს ახალგაზრდა კაცები და ქალები იდეოლოგიზებულნი და რადიკალიზებულნი არიან იმ ახალი, ბნელი ძალის წნეხითა თუ შთაგონებით, რომელიც ევროპასა და შეერთებულ შტატებში გამოჩნდა და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა — ეს არის "ანტიფა". ეს შემთხვევითობა არ არის. ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა", - აცხადებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა.

✕