ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასშტაბურ არეულობებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მხრიდან ანტიდემოკრატიულად შეაფასა.
ამ ფონზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას.
"როდესაც მათ ქვეყანაში დემონსტრაცია გადადის ძალადობაში, იქ მათი მხრიდან ძალის გამოყენება აუცილებელი, მისასალმებელია და ის დემონსტრაცია და დემონსტრანტები დასაგმობი არის მკაცრად მათი მხრიდან.
ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის სტანდარტის არ ქონა. პირდაპირი მანიპულაციაა დემოკრატიით, დემონსტრაციით, საზოგადოებით, იმისავის, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.