COVID 19-მა, შესაძლოა, ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადების განვითარება დააჩქაროს? - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შესახებ საუბრობს

ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, კოვიდპანდემიის და ვირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე წერს.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ არის COVID 19-ის გავლენა ნერვული სისტემაზე.

„იმ მომენტში როდესაც ზოგიერთმა უკვე დაიწყო ზეიმი რომ კოვიდ პანდემია მთავრდება (რაც ყველას ძალიან გვინდა ალბათ) ალბათ საჭიროა მაინც ვისაუბროთ თუ რას პრობლემებს გვიქადის ეს დაავადება, თუკი მას უდიერად შევხედავთ.

ბევრი ადამიანი, ვინც განიცდის ნევროლოგიურ სიმპტომებს, რომლებიც გრძელდება მწვავე COVID-19-ის შემდეგ, 50 წელზე ნაკლები ასაკისაა და ინფექციამდე ჯანმრთელი და აქტიური იყო. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა არასოდეს ყოფილა ჰოსპიტალიზირებული COVID-19 მწვავე დაავადების დროს, რაც ასახავს მსუბუქ საწყის დაავადებას. მრავალი სიმპტომი, რომელსაც განიცდიან ხანგრძლივი Covid-ის მქონე პირები, მსგავსია მიალგიური ენცეფალომიელიტის/ქრონიკული დაღლილობის სინდრომის (ME/CFS) სიმპტომების მსგავსი, რომელიც ასევე განიხილება პოსტინფექციურ სინდრომად, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ინფექციური აგენტებით...

3762 რესპოდენტიდან ონლაინ კვლევაში (ადამიანების ვისაც დაავადების შემდეგ დარჩათ გარკვეული სიმპტომებ), ბევრს ჰქონდა მუდმივი სიმპტომები საწყისი ინფექციიდან 7 თვის შემდეგაც კი, და მათ შორის გამორჩული იყო ნეიროფსიქიატრიული სინდრომები . გაერთიანებული სამეფოს Biobank-ის კოჰორტაში რუტინულად გადაღებულმა სერიულმა ვიზუალიზაციამ გამოავლინა ტვინის ატროფიის ფოკუსური არეები ინდივიდებში დოკუმენტირებული COVID-19-ის შემდეგ, რაც მიუთითებს SARS-CoV-2-ის ტვინის ეფექტების პოტენციურ ბიომარკერზე. პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიის (PET) გამოსახულების კვლევებმა ასევე აჩვენა ტვინში მეტაბოლური აქტივობის დაქვეითება ხანგრძლივი კოვიდით დაავადებულ ადამიანებში.

ამ მომენტისათის COVID-19-ის გრძელვადიანი ნევროლოგიური გართულებების სრული მასშტაბები არ არის ბოლომდე გამოვლენილი. ნეიროანთებაზე და ნეირონთა დაზიანებების გამოვლენამ მწვავე COVID-19-ში გაზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ინფექციამ შეიძლება დააჩქაროს ან გამოიწვიოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემდგომი განვითარება, როგორიცაა ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადებები. ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ნეიროგანვითარების ტრაექტორიების შესახებ ბავშვებში, რომლებიც ჩვეულებრივ განიცდიან მსუბუქ COVID-19-ს და ავლენენ მცირე ნევროლოგიურ ან ფსიქიატრიულ სიმპტომებს მწვავე დაავადების დროს ან მის შემდეგ. მათ, ვინც განიცდის იშვიათი მულტისისტემურ-ანთებითი სინდრომის ბავშვებში (MIS-C) შეიძლება იყოს ნევროლოგიური შედეგების განსაკუთრებული რისკის ქვეშ, ფართოდ გავრცელებული ენდოთელური აქტივაციის გამო, რომელიც ხშირად მოიცავს ტვინს“,- წერს ზაზა წერეთელი.