1730578379
„ეს არის კარგი ამბავი“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონთან“ დაკავშირებით წერს და სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„კარგი ამბავი. სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის საკმაოდ ეფექტური თავდაცვის საშუალება კორონავირუსისგან. პირველი ასეთი ტიპის კვლევა რომელიც ჩატარდა კოვიდის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებზე, გარდა ომიკრონისა, ვერ მოასწრეს ჯერ.
შედეგები მოკლედ: დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი (პრინციპში 5 წუთის მერე 90% არის უსაფრთხო). ტემპერატურა არ ამცირებს ამ დროს. ნესტისტიანობა კი ამცირებს ამ დროს 50%-მდე.
მაგალითი: ბათუმში, დახურულ (ფანჯრები დაკეტილია) საკლასო ოთახში შემოვიდა კოვიდინფიცირებული ადამიანი და მერე გავიდა იმ ოთახიდან. ეს ოთახი სავარაუდოდ, 5-10 წუთში არის უსაფრთხოდ. იმავე ოთახში იქნება ორპირი ეს ოთახი არის უსაფრთხო 2-5 წუთში. უმაგრესი ამბავია.
გაანიავეთ ოთახები ყოველი 10 წუთი, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია და აიცერით მე-3 დოზა „ფაიზერი“ ან „მოდერნა“.
ერთი პატარა თხოვნა/რეკომენდაცია:
რესტორანში/კაფეში და ზოგადად მეგობრებთან/ნათესავევთან შეხვედრის დროს დავრწმუნდით, რომ ყველა ვაქცინირებულია 3-ჯერ და არა ინფიცირებულია. 1 ადამიანი აინფიცირებს ყველას მის ირგვლივ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ საუბრობთ, ვინაიდან თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მდგომი ადამიანებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.