ჩვენმა ხალხმა პატრიარქისადმი ისეთი დიდი სიყვარული გამოამჟღავნა, ვფიქრობ, მის რჩეულს ხალხი მხარს უჭერს - გვანცა კოპლატაძე

გვანცა კოპლატაძე

ჩემთვის ჩემი პატრიარქი, არამიწიერი ადამიანი იყო, დიდებული პიროვნება და, რა თქმა უნდა, მე მის არჩევანს პატივს ვცემ, - აცხადებს დელეგატი გვანცა კოპლატაძე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დასასწრებად მივიდა.

"ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის" ავტორი ვარ და ვიცი, რომ ადრე ამ არჩევნებში ხალხი იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა ხალხმა გამოამჟღავნა პატრიარქისადმი ისეთი დიდი სიყვარული, ვფიქრობ, რომ მის რჩეულს ხალხი უჭერს მხარს, მან ვინც აირჩია, მათ შორის მეც ასე ვარ.

ჩემთვის ჩემი პატრიარქი, არამიწიერი ადამიანი იყო, დიდებული პიროვნება და, რა თქმა უნდა, მე მის არჩევანს პატივს ვცემ,"- აცხადებს გვანცა კოპლატაძე.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები იკრიბებიან - ქვეყანა ისტორიული სხდომის მოლოდინშია, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს უნდა დასახელდეს.