„ჩვენი მიზანია, ქართული ეკლესიის სიწმინდე მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სწორედ ეს იყო მისი უწმინდესობის ნება" - მერილენდის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის წინამძღვარი

იღუმენია

"აქ მოვედი დიდი მოკრძალებით, რათა უკანასკნელი პატივი მივაგო მის უწმინდესობას. 2012 წლის 25 სექტემბერს პატრიარქმა ამერიკაში მონასტრის დაფუძნების კურთხევა მომცა და ჯვრით დამასაჩუქრა," - განაცხადა მერილენდის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის იღუმენია ელდრეს ემილიანიმ.

"ჩვენი მიზანია, ქართული ეკლესიის სიწმინდე, მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ამერიკელებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს, სწორედ ეს იყო მისი უწმინდესობის ნება. ამ მტკივნეულ ჟამს, მწუხარებასთან ერთად რწმენამაც უნდა გაგვაძლიეროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი უწმინდესობა ახლა კიდევ უფრო ახლოსაა," - განაცხადა იღუმენია ელდრეს ემილიანიმ.