პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა.
2022 წლის 30 ივლისის საბედისწერო ღამეს, მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომღერალი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა.
,,წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ვფიქრობდი, გადარჩებოდა...
ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით....
მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, არ მჯერა, რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს, გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა...", - ამბობდა მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე ,,პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.
ნახეთ, ირინა ჩიხლაძის ინტერვიუ სრულად, რომელიც ,,პრაიმტაიმმა" გასულ წელს ჩაწერა.
მამუკა ონაშვილი და ირინე ჩიხლაძე - ,,ფოთოლცვენა"