მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
დღეს დილით, მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. 55 წლის ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ავარია 30 ივლისს მოხდა ნატახტართან, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
„პრაიმტაიმი“ ონაშვილის ყოფილ მეუღლეს, მომღერალ ირინა ჩიხლაძეს დაუკავშირდა და მამუკას შესახებ გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა:
წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. გუშინდელი ინფორმაციით, ვფიქრობდი რომ გადარჩებოდა.
რაც შეეხება მამუკას, ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით.
საერთოდ, ვერიდები ჩვენ პირად ურთიერთობაზე საუბარს, ეს არა მარტო ჩემი, არამედ, მამუკას სურვილიც იყო.
- როდის ნახეთ ბოლოს მამუკა?
რამდენჯერმე ვნახე ბოლო ხანებში, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ გქონია. კოვიდამდე რამდენიმე დღით ადრე. ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და აქედან გამომდინარე, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა.
- სიმღერა „ფოთოლცვენა“(კომპ. ნ. ერგემლიძე), რომელიც ერთად ჩაწერეთ, დღემდე აქტუალურია...
სამწუხაროდ, მხოლოდ, ეს ერთი სიმღერა გაქვს ერთად ჩაწერილი. პროფესიით მომღერალი ვარ, ადრე აზერბაიჯანში, ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი, ახლა აქ რესტორან „მეტეხის ჩრდილში“.
- ერთადერთი მეუღლე ბრძანდებოდით?
როგორც ვიცი, ცოლად არავინ შეურთავს, ადრე ჭორები გავრცელდა ერთ-ერთ ქალბატონზე და რომ ვკითხე არ დამიდასტურა.
- რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს - გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო! არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი!“...
არ ვიცი, არ გამიგია, სოციალურ ქსელშიც კი არ გვქონდა კონტაქტი. რაც შემიძლია გითხრათ, ნამდვილად კარგი ადამიანი იყო.
მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, კიდევ არ მჯერა რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
- როდის დაქორწინდით?
1994 წელს დავქორწინდით, 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ შვილი არ გვყავდა. კარგის მეტი, არაფერი მაქვს სათქმელი, ჩვენ პირად ურთიერთობებზე, არც ადრე ვსაუბრობდით და მით უმეტეს ახლა, არანაირი სურვილი მაქვს.
ასეთი ტრაგედიის შემდეგ, მის სულს პატივი უნდა ვცეთ.
- საინტერესოა რომ თქვენს მერე არავინ შეირთო, იქნებ ისევ უყვარდით?
არ ვიცი, მაგრამ ადრე ბიჭები კი ამბობდნენ. ძალიან ერთგული ადამიანი იყო, მაგრამ არ ვიცი ამის შესახებ. მაპატიეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მიჭირს მამუკაზე საუბარი.