პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამუკა ონაშვილი დღეს იუბილარი იქნებოდა. სამწუხაროდ, მომღერალი 55 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 30 ივლისის საბედისწერო ღამეს, გზისპირზე მდგარს ავტომობილი დაეჯახა. ორი დღე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომღერალს დაბადების დღეს დისშვილი, თეონა უსტიაშვილი სოციალურ ქსელში ულოცავს და ძველ კადრებს გვიზიარებს.
წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ონაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მომღერალმა ირინა ჩიხლაძემ, რომელთანაც გულახდილი ინტერვიუ ჩავწერეთ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით.
საერთოდ, ვერიდები ჩვენ პირად ურთიერთობაზე საუბარს, ეს არა მარტო ჩემი, არამედ, მამუკას სურვილიც იყო.
- როდის ნახეთ ბოლოს მამუკა?
რამდენჯერმე ვნახე ბოლო ხანებში, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ გქონია. კოვიდამდე რამდენიმე დღით ადრე. ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და აქედან გამომდინარე, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა.
- სიმღერა „ფოთოლცვენა“(კომპ. ნ. ერგემლიძე), რომელიც ერთად ჩაწერეთ, დღემდე აქტუალურია...
სამწუხაროდ, მხოლოდ, ეს ერთი სიმღერა გაქვს ერთად ჩაწერილი. პროფესიით მომღერალი ვარ, ადრე აზერბაიჯანში, ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი, ახლა აქ რესტორან „მეტეხის ჩრდილში“.
- ერთადერთი მეუღლე ბრძანდებოდით?
როგორც ვიცი, ცოლად არავინ შეურთავს, ადრე ჭორები გავრცელდა ერთ-ერთ ქალბატონზე და რომ ვკითხე არ დამიდასტურა.
- რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს - გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო! არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი!“...
არ ვიცი, არ გამიგია, სოციალურ ქსელშიც კი არ გვქონდა კონტაქტი. რაც შემიძლია გითხრათ, ნამდვილად კარგი ადამიანი იყო. წაიკითხეთ სრულად