ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
გიორგი კეკელიძე 39 წლის გახდა. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, შარშანდელ 10 აპრილთან შედარებით, დღევანდელ დღეს გამარჯვებულის შეგრძნებით შეხვდა. და თუ შარშან ფეისბუქზე დაპოსტილ "სადაბადებისდღეო" ფრაზაზე ფოტოს ატვირთვის განწყობაც არ ჰქონდა, წელს საიუბილეო ფოტოც გამოაქვეყნა და ორი ახალი კადრი ჩვენც მოგვცა.
გიორგი კეკელიძე: როგორც წესი, დაბადების დღეს ნაკლებად აღვნიშნავდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ბავშვობა 90-იანებს დაემთხვა. თუმცა მცირე სუფრა აუცილებლად იშლებოდა და ჩემი მშობლები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ იმისთვის, რომ გარკვეულწილად მე არ მეგრძნო ის სიდუხჭირე, რაც ამ პერიოდს ახასიათებდა.
რამდენიმე დაბადების დღე მახსოვს მძაფრად. მათ შორის ერთი, როდესაც ბაბუაჩემი ერთი თვით ადრე გარდაიცვალა, 1995 წელს და მაშინ ბუნებრივია, არავის გვქონდა დაბადების დღის განწყობა. ბაბუაჩემმა ცხოვრება სუიციდით დაასრულა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან ტრაგიკული იყო. თუმცა მამაჩემმა გამოსავალი გამოძებნა და მახსოვს, ახლობელ ტყეში წამიყვანა და ზღაპრებს და მათ გაგრძელებებს მიყვებოდა, ჯადოსნურ ამბებს მითხზავდა. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი დაბადების დღე, სადაც მხოლოდ მე, მამა და ხეები იყვნენ ამ წვეულების დამსწრედ. დანარჩენი დაბადების დღეები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავდა.
საკუთარ დაბადების დღეს დიდი პომპეზურობით არც არასდროს ვხვდებოდი. დღესაც, როგორც წესი, არ აღვნიშნე. ჩვეულებრივ გავაგრძელე სამუშაო დღე. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კარგი ღონისძიება გვქონდა, რომელიც ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად მოეწყო. ჩემთვის ეს არის დაბადების დღის საჩუქარი და სიხარული. ვფიქრობ, სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.
წლევანდელი დაბადების დღე განსხვავდება წინა დაბადების დღისგან იმ უბრალო მიზეზით, რომ შარშანდელი 10 აპრილი უკიდურესად მძიმე პერიოდთან ასოცირდება. მახსოვს დავწერე, ავად თუ კარგად 38 წლის გავხდი-მეთქი. ისე ცუდად ვიყავი, ალბათ, მარტო ავად უნდა დამეწერა. შესაბამისად, ჩემი მენტალური სირთულეები მაისში მწვერვალსაც მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, წლევანდელი დაბადების დღე მკვეთრად განსხვავდება შარშანდელისგან. წელს მე დავძლიე, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ცხოვრებაში, რომელიც ავადმყოფობის სახით მომევლინა. ვარ გამარჯვებული და ვცდილობ, სხვა ადამიანებისთვისაც გარკვეულწილად მისაბაძი ვიყო და შევძლო დავეხმარო რთულ მენტალურ პრობლემებთან ბრძოლაში.
ასევე დაგაინტერესებთ: