გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს. "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" - ასე ჰქვია წიგნს, რომელსაც ქართველებთან ერთად, იტალიელებიც გაეცნობიან. იქ რომაული გამომცემლობა "ალეტი ედიტორე" გამოსცემს წიგნს, საქართველოში კი "გამომცემლობა არტანუჯი". პროექტს პროდიუსერიც ჰყავს, ბერიკა შუკაკიძე.
ამ კარგი ამბის შესახებ გიორგიმ საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო, თუმცა "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის მწერალი ცალკე კომენტარს არ იშურებს.
გიორგი კეკელიძე: წიგნის წერა დაწყებული მაქვს. ეს არ არის ბიოგრაფიული. ერთი მხრივ წიგნში ხვიჩას წარმატების გზა იქნება აღწერილი, თუმცა მეორე მხრივ, წიგნს ექნება მცდელობა, რომ საქართველო გააცნოს მსოფლიოს, როგორც საფეხბურთო და ამავდროულად, უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანა.
ხვიჩას აზრი ჯერ ამ წიგნთან დაკავშირებით, არ ვიცი. არ მინდა მოვაცდინო. იყოს მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირებული. მისი მამა, ბადრი დაგვეხმარება, ის წიგნის კონსულტანტია. აუცილებლად ჩავალ სამეგრელოში, ხვიჩას მშობლიურ სოფელში, მეზობლებს, მასწავლებლებს, ყველას იხილავთ წიგნში. წინასიტყვაობას აკა მორჩილაძე გააკეთებს.
ვეცდები, რომ ეს წიგნი იყოს საქართველოს შესახებ პატარა პასპორტი იტალიაში.