გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ,,პრაიმ ჰაუსის" შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს:
,,ამასწინ ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა Prime House • პრაიმ ჰაუსი -ზე რომ V საუკუნის მემატიანეს დაეწერა და აჰა:
იდგა ტაიმი პრაიმისა, შუაღამე იგი კუნაპეტი, ოდეს სანახსა პრაიმ-ჰაუსისასა, საცა ჰქროდნენ ქარნი ხორშაკნი, ჰგიებდა მორთხმით სიძე შვიდი და სძალი შვიდი. და მეყსეულად მოვიდა კაცი იგი, ვითარცა პიტიახში და ერქვა მას: ნაზღაიძე. და არქვა მან ნაზღაიძემ კაცსა ერთს: ,,რაისადა ჭმუნავ?" ცრემლოოდა კაცი იგი და ჰრქუა: ,,ჰეითი დიდი მოიწია ჩემს ზედა!" და ჰრქუა ნაზღაიძემ: ,,დასწყევდე ავსიტყვათა და იჯმენ მათგან, რამეთუ ბულერთა ბუნებაი იწრო არს!" მერმე მიბრუნდა სხვათა მიმართ ნაზღაიძე და არქვა წყრომით: "არა კოალიციასა შინა იყვნენ ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ!" მერმე ავიდა სართულსა მაღალსა ნაზღაიძე, ნახა ქალი მძინარე და გაფქვილული და ფერად ფითრი. და გაოცდა ნაზღაიძე და მიაწერდა ღვთის სასწაულს და ღაღადებდა და იტყოდა ქებას უფლისასა. გარნა მას ჟამს მოვიდა კაცი ერთი, გვარად ქრინჯი და სახითა მშვიდითა არქვა ნაზღაიძეს: "არათუ სასწაულ არს ეგე, არამედ პრანკი!" და განრისხდა ნაზღაიძე და ღაღადჰყო: ,,მოწევნულ არს შაბათის სასტიკი სამსჯავროი, საცა არა არს არცა პოზიტივი და არცა სვიტობაი, არამედ ჰაიპი ეშმათაი არს - დრტვინვა და ჭმუნვა!", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
,,მცირედი გადაცდომის შემთხვევაში, მას მოუწევს პროექტის დატოვება" - გიორგი ნაზღაიძე
VIDEO: „დაფიქსირდა მძიმე ინციდენტი, რაც მოხდა არის შემაშფოთებელი და მიუღებელი...“ - გიორგი ნაზღაიძე
VIDEO: „საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი...“ - პაატა თედიაშვილი
„გასაკვირი არაფერია...“ - ნიკოს ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს