დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სალომე კალანდაძე „მასტერშეფის“ ერთადერთი უმი ვეგანი მონაწილე გახლდათ. ახალგაზრდა ქალი აქტიურია სოციალურ ქსელებშიც. მისი ცხოვრებისა და კვების სტილისთვის ხშირად აკრიტიკებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შვილები უმი ვეგანური საჭმლის გარდა სხვა პროდუქტს არ იღებენ.
„გასულ ზაფხულს, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოვაქვეყნე - ბავშვებს გაღივებულ ხორბალს ვაჭმევდი. ხალხმა ლამის პეტიცია შექმნა, ჩემთვის დედობის უფლების ჩამოსართმევად (იცინის). გაოცებული იყვნენ, - როგორ შეიძლება, ბავშვს გაღივებულ ხორბალს, ბროკოლს და გოჯი ბერის აჭმევდეო?! თან, ხშირად მეუბნებოდნენ, - ბავშვებს ასეთი საკვების მიღებას აძალებო. როგორ წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში, 15 წლის მოზარდ ბიჭს რამე დააძალო, მით უმეტეს - საკვები?! რა უნდა ჩაიცვას, იმაშიც კი ვერ და არ ვერევი. ჩემი მთავარი ფასეულობაა, ბავშვი სიყვარულით გავზარდო, დამოუკიდებლად ცხოვრება ვასწავლო. ხშირად გარემო უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისყოფა. ბავშვები საზოგადოებასთან სოციალურ ურთიერთობებში არიან. ამიტომ ამ საკითხის მიმართ ფაქიზი ვიყავი. იყო პერიოდი, როცა ხორცს თავად არ ვჭამდი, მაგრამ ბავშვებს ვაჭმევდი. ბავშვი ოჯახის სარკეა: მხედავდნენ, ინფორმაცია მიიღეს, რა იყო უმი ვეგანიზმი, „დაგუგლეს“... მათ ცხოვრებაში ერთადერთი ვარ, ვინც ვეუბნები, რომ ხორცის ჭამა საშინელებაა, ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამანადგურებელია, ოჯახის სხვა წევრები (მამა, ბიძა, ბიცოლა, ბებია ბაბუა...) სხვა რამეს, ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ... ჩემს სიტყვას ასეთი ძლიერი გავლენა რომ ჰქონდეს, მთელი საქართველო გავეგანდებოდა (იღიმის). შვილებმა უმი ვეგანობა თავად გადაწყვიტეს. ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რადგან ინფორმაცია მათ თავად მივაწოდე. ცხოველების შესახებ თუ რამე მულტფილმი არსებობს, აბსოლუტურად ყველა ზეპირად ვიცით, რადგან უბრალოდ მინდოდა, ბავშვებისთვის ის ინფორმაცია მიმეწოდებინა, თუ რა იყო ხორციანი კერძი, სანამ თეფშამდე „მოვიდოდა“. ბავშვები მართლა კეთილები არიან. ემპათიის მაღალი განცდა აქვთ და ცხოველები უყვართ. ბავშვს თუ რამე ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს, ცხოველის მოკვლა და საერთოდ, არავისთვის ზიანის მიყენება არ უნდა მოუნდეს... რა თქმა უნდა, ბევრი წინააღმდეგობა ხვდებათ. საქართველოში ბავშვი კი არა, უფროსები ვაწყდებით ასეთ წინააღმდეგობებს. გარკვეულწილად, ბავშვისთვის ვეგანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გმირობაც არის...“ - ამბობს სალომე ჟურნალ „გზასთან“.