ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ბოლო წლების განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ვეგეტარიანული ან ვეგანური ცხოვრების სტილს. ამის მიუხედავად, სასურველი პროდუქციის მიღება მათ ბევრგან მაინც უჭირთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელევს.
ასე მოხდა ცოტა ხნის წინაც, როცა იაპონური ავიაკომპანიის მგზავრმა ფრენისას ვეგანური მენიუ მოითხოვა. თვითმფრინავზე კი მას, არც მეტი, არც ნაკლები, თეფშით მირთმეული ერთი ცალი ბანანით და წყვილი ჩხირით გაუმასპინძლდნენ.
მგზავრი, სახელად კრის ჩარი, ჯაკარტიდან ტოკიოსკენ მიემგზავრებოდა. ფრენა შვიდსაათიანი გახლდათ, ამდენად, ორჯერადი კვება იყო გათვალისწინებული — ხემსი და ლანჩი. კომპანიამ მგზავრებს ხემსად თინუსი ბადრიჯნის მაროკოული სალათით, ყველიანი სალსა და ბაგეტი მიართვა. ჩარის თქმით, იგი მოელოდა, რომ მსგავსი მენიუ იქნებოდა გათვალისწინებული ვეგანებისთვის: სენდვიჩი, სალათი, ვეგანური ყველი ან ბაგეტი.
„თუმცა, ამის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ცალი ბანანი მომიტანეს", — ჰყვება ჩარი.
გაოცებული მგზავრის თქმით, „ცოტათი შეურაცხმყოფელია", როცა სხვებმა მასზე მრავალფეროვანი მენიუ მიიღეს.
„განსაკუთრებით მაშინ, როცა ვეგანებისა და ვეგეტარიანელების რაოდენობა სულ იზრდება", — დასძენს ჩარი.
სიტუაცია არც მაშინ გამოსწორებულა, როცა სადილის დრომ მოაწია. ჩარიმ მხოლოდ სპაგეტი მიიღო, სხვებმა კი ყველიანი ომლეტი, რატატუი, ქათმის სოსისი და გრილზე შემწვარი ორაგული.
მოგვიანებით, კომპანიამ მოიბოდიშა და განაცხადა, რომ მგზავრების უკუკავშირის გათვალისწინებით, მომსახურებას დახვეწენ და მენიუებსაც სხვადასხვაგვარი საჭიროების მქონე ადამიანებზე გათვლიან.
კვების ობიექტებში თუ სხვაგან, შესაფერისი მენიუს მიღება ქართველი ვეგანებისთვისაც არაა ადვილი. რამდენიმე თვის წინ, საქართველოში, ვეგანმა ყოფილმა პატიმარმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო, რის შემდეგაც მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც დაუკმაყოფილდა. დადგინდა, რომ პირი საპატიმროში ყოფნის დროს საკვების საკმარის რაოდენობას ვერ იღებდა და ვეგანობის ნიშნით ხდებოდა დისკრიმინაცია. ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოა.