„ჩემი ლამაზი დის სახიდან უნდა გაქრეს ეს დემონი“ - თიკო ტურძილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თიკო ტურძილაძე

თიკო ტურძილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას სახის პაპილარული ბრტყელუჯრედოვანო კარცინომა (მე-4 სტადია) ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. 

„მეგობრებო, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, სიმსივნეც იზრდება და პლუს, ინფექციას თუ არ მოვერიეთ, ვერ გავაგრძელებთ მკურნალობას. ოქტომბერს იმუნოთერაპია თუ არ ჩაუტარდა, უფრო დამძიმდება.

2 კვირაზე მეტია, რაც თურქეთში, „მედიპოლ მეგას“ კლინიკაში ვართ. უტარდება ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია. სახე აქვს ისეთი შეშუპებული, გაქვავებული, ვერ სუნთქავს, საშინელი ტკივილები აქვს, გაუსაძლისი...

ჩემი ლამაზი დის სახიდან უნდა გაქრეს ეს დემონი... უმორჩილესად გთხოვთ, ყველას თანადგომას. მივაწვდინოთ ხმა იმათ, ვისაც შეუძლია დახმარება. ფიქრის თავიც აღარ მაქვს უკვე, ვის მივმართო. ვცდილობ, არ შევიმჩნიო და არ დავანახო ჩემი სასოწარკვეთა თიკოს იმიტომ, რომ ძალიან ეშინია და განიცდის და მიუხედავად ამისა, აქეთ მამხნევებს.

ჯერ ხომ ძალიან ახალგაზრდაა და ტკივილების გარეშე სიცოცხლე უნდა, ძველებური ცხოვრება უნდა. სარკეში რომ იხედება და თავის თავს ვეღარ ცნობს, ძალიან განიცდის. რამდენს უძლებს და ითმენს, ვერავინ წარმოიდგენს ამას. ჩემთვის ჯოჯოხეთია ამის ყურება.

თიკოს ბევრი ბრძოლა აქვს ცხოვრებაში გამოვლილი და არასდროს გატეხილა სულიერად. ძლიერი გოგოა და აუცილებლად მოერევა, მჯერა ამის, არ გაგვწირავს ღმერთი. ლარსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით თანადგომისთვის. თქვენ რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდით. გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გავაზიაროთ.

ყველას გთხოვთ, ისევ გავერთიანდეთ #თიკოსთვის.“ - მიმართავს საზოგადოებას გოგონას და.

თბს ბანკი

#GE42TB7960845064300035
 
საქართველოს ბანკი

#GE21BG0000000527946697

 ლიბერთი ბანკი

#GE61LB0711132559096000

PayPal: gvantsa_turdziladze@iliauni.edu.ge

მიმღები: გვანცა ტურძილაძე Gvantsa Turdziladze (თიკოს და)