„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება.
გაზარდილია ჯარიმა ბზის მოჭრის, ამოძირკვის ან ტოტების დაზიანებისთვის და ის 500-დან 2000 ლარამდეა.
იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.