„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
გენერლები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი განცხადებას ავრცელებენ:
„ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკან დახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას.
ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას! გენერალი მამუკა ყურაშვილი, გენერალი ზაზა გოგავა!“- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.