„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას - ბაიაობას ანუ ბზობას. იგი არის რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. ბზობა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს დიდებით შესვლა აღინიშნება - უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყო უფალს და პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით შეეგება.
"იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).
აქედან გამომდინარე, ჩნდება შეკითხვა, რა კავშირშია აღნიშნულ დღესასწაულთან ბზა - იესოს ხომ ხალხი პალმის რტოებით შეხვდა.
იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე გამოიყენება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.
საქართველოში ასეთ მცენარედ ბზა ორი მიზეზით აირჩიეს:
1. მსოფლიოში, იშვიათია მცენარე რომელიც არის ერთდროულად მარადმწვანეც და ფოთლოვანიც, ბზა კი ამ იშვიათ მცენარეთა შორის არის. აქედან გამომდინარე, გაზაფხულზე, როცა აღნიშნული დღესასწაული დგება, საქართველოში ის ერთადერთი ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც იმ დროს ხარობს.
2. კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით, შესაბამისად, ახლოს დგას აღნიშნულ დღესასწაულთა ასოცირებულ ნამდვილ მცენარესთან.
ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას. წირვის შემდეგ ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ. ახალი, ნაკურთხი ბზა კი სახლში მიაქვთ და ხატებისთვის გამოყოფილ კუთხეში ათავსებენ.
გარდა ქრისტიანული სიმბოლოს მნიშვნელობისა, ბზას სამკურნალო და მაგიური თვისებებიც აქვს.