დონალდ ტრამპს სურს, რომ ვლადიმერ პუტინს რაც შეიძლება მალე შეხვდეს - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განაცხადებით, დონალდ ტრამპს სურს, რომ რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. მისი შეფასებით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ჩიხიდან გასვლა მხოლოდ ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიძლება.

„ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დაგეგმილია, ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით, მაგრამ პრეზიდენტს ეს უნდა. მას სურს, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს. რუსულმა მხარემ ამისთვის ასევე გამოხატა მზადყოფნა. შესაბამისად, ახლა საქმე ეხება ყველას ერთად შეკრებას და იმის განსაზღვრას, თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა“, - განაცხადა რუბიომ.