„ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა...“ - რას ჰყვება რაჭაში სტიქიას გადარჩენილი გოგო

რაჭა

შოვში ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი გამთენიისას განახლდა - სტიქიის ზონიდან კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს. დილიდან ცხრა რეისი უკვე შესრულდა. 70 მოქალაქე შოვიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს.

უახლესი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 6 ადამიანი, რომლებსაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე ხაზზე არიან. გუშინ საუბარი იყო რომ ახლობლები ვერ ახერხებდნენ 50-მდე ადამიანთან დაკავშირებას - მათ შორის იყვნენ ბავშვები.

ერთ-ერთი გადარჩენილი, მარიამ ბერიანიძე ამბობს, რომ მან მეწყერის ქვეშ ჩაფლულმა 2 საათი გაატარა.

„კარგად ვართ მეგობრებო გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს ცოცხლებს იპოვნიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე მაგრამ ვერ გპასუხობთ რადგან ჩემი ტელეფონი ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ გადავრჩით და კარგად ვართ. 1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისთვის. უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ“,- წერს მარიამი. 

ამავე თემაზე:

სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ - თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ დატოვეთ შეტყობინება

„კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

„შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - მოქალაქე

PHOTO: „შევხვდებით რაჭაში“ - ეძებენ სამ გოგოს და ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც ისინი სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდა

„დაკარგულ ძმას ეძებს“ - ფოტოს სტიქის ზონიდან „მთის ამბები“ ავრცელებს