„რაღაც ჩუმი ხმა გავიგე, გავახილე თვალი და ქალბატონი იყო. ჩუსტები დამიდო წინ... წავიდა, საჭმელი და სასმელი მოგვიტანა...“ - რას ჰყვება მოქალაქე სტიქიის ზონიდან

მაშველები რაჭაში

სოციალურ ქსელში შექმნილი „რაჭის" ჯგუფში ერთ-ერთი მოქალაქე, ბესო კოჭლოშვილი ემოციური პოსტს აქვეყნებს. 

„დღე მშვიდობისა! გუშინ შოვიდან რომ გამოვედი დაღლილი ვიყავი და რკინის ხიდთან რომ პოლიცია დგას იქ სკამზე ჩამოვჯექით მე და ჩემი რაჭველი ძმაკაცი (მე ყაზბეგიდან ვარ). ფეხზე გავიხადეთ ფეხსაცმელი და ვისვენებდით ტალახიანები თან გვეძინებოდა ველოდებოდით ჩვენ მეგობრებს. რომ გამოსულიყვნენ ისინიც და წამოვსულიყავით!

მოკლედ რატომ დავწერე ამდენი, დიდად წერით არ გამოვირჩევი და შეატყობთ ალბათ. თავი მქონდა ქვემოთ ჩახრილი და თვალები დახუჭული, რაღაც ჩუმი ხმა გავიგე, გავახილე თვალი და ქალბატონი იყო, ჩუსტები დამიდო წინ, წავიდა ნასკები მოგვიტანა, საჭმელი სასმელი, აი, რა ვიცი რა, ყველაფერი რაც საჭირო იყო, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავით. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ წესიერად მადლობაც ვერ გადავუხადე, მინდა აქედან მოუხადო მადლობა, ჰყავს თეთრი მიცუბიშის ჯიპი, თუ სწორად მახსოვს.

დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ამისთვის, ღმერთმა სულ კარგ საქმეზე გატაროთ და ჯანმრთელობა მოგცეთ. გამახარეთ თქვენი საქციელით. 

ღმერთმა რაჭველებსაც და სრულიად საქართველოს მშვიდობა მოგვცეს",- წერს ბესო კოჭლოშვილი.

ასევე ნახეთ:

ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი... - ზურაბ აზარაშვილი

ბავშვები, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ - ტრაგედია რაჭაში

შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია - ჯანდაცვის მინისტრი