დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა - შოვში ვითარება ისევ უმძიმესია

შოვი სტიქია

18 დაღუპული და 16 დაკარგული - ტრაგედიის მეოთხე დღეს შოვში ვითარება ისევ უმძიმესია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. 

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაკარგულების კვალზე გასასვლელად თავდაცვის ძალები, მაშველები და მძიმე ტექნიკა მუშაობს. პარალელურად, ცდილობენ, რომ ტერიტორია გაასუფთაონ მიწის მასისგან.