დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, გუშინ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს და საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.
,,ვიცინეთ - ვიცინეთ. მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა, რადიკალური უკონტროლობა აქაც იოლად გამოვლინდა. ის სტატუსი იმაზე იყო, პრაიმ-ჰაუსს რომ თითქოს ინტელექტუალები არ უყურებენ, არადა სინამდვილეში ყველას ეპარება თვალი (მოგწონს - არ მოგწონს, სხვა საქმეა, ადამიანი ვუაიერისტია იმთავითვე და სულ აინტერესებს სხვის ცხოვრებაში რა ხდება და როგორ, მით უფრო თუ მოცემულობა მასობრივია). ჰოდა, ამაზე იყო და არა კოსტა სანიკიძეზე. თქვენ კიდევ ყველა სააგენტოს გვერდზე მთელი დღეა აბულინგებთ და ათრევთ, ვისაც რამე ბოღმა გქონდათ - ლამის არის მანანოთ ეს უწყინარი ხუმრობა. სხვა საკითხია კიდევ ის ხალხი, ვისაც იუმორი ზაფრავს და მართლა ჰგონია, რომ ჩემი ფიქრით სანიკიძემ რემბოს ლექსი მოიპარა. ზღვარი იპოვეთ. მეც გამომიცდია უკონტროლო ბულინგი და ზუსტად ვიცი, რომ საშინელი რამეა. ხუმრობით კი აუცილებლად უნდა ვიხუმროთ. სხვანაირად ადამიანი უსაშველოდ სტერილური იქნება", - წერს გიორგი კეკელიძე.
მისივე თქმით, დღეს კოსტა სანიკიძე დაუკავშირდა. კეკელიძე ამბობს, რომ ,,პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეს კრებულის გამოცემაში დაეხმარება.
,,კოსტამ მომწერა, ძალიან დიდი პატივს გცემო და ძალიან განვიცადე თქვენგანო. ჰოდა, ახლა ბიბლიოთეკაში მოვიყვანე. კრებულის გამოცემაშიც დავეხმარები. კოსტა სანიკიძეს კი არა, ისეთ ხალხს დავხმარებივარ, მეორე დღეს რომ მაგინებდნენ და მესამე დღეს ისევ სათხოვარით მოდიოდნენ", - წერს პოსტის კომენტარში კეკელიძე.
ცნობისთვის, გუშინ გიორგი კეკელიძემ დაწერა, რომ მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაურეკა და ,,პრაიმ ჰაუსის" შესახებ აზრი ჰკითხა. როგორც კეკელიძე აღნიშნავდა, პასუხმა კითხვის ავტორი გაკვირვებული დატოვა, რადგან მისგან პროექტზე უარყოფით შეფასებას ელოდა.