„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ - ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე, - ეს ჩემი ვალდებულებაცაა, ჩემი ოჯახის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ მაშველს“. - განაცხადა მან.
მაშველები, რომლებიც ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობდნენ, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ.
გასული წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის - რამაზ დავლაძის ოჯახის ოთხი წევრიც.