„ბატონი ბუბა იყო უნივერსალური არტისტი, ასეთები მსოფლიოში ცოტანი არიან“ - ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილი

ბუბა კიკაბიძის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ფილარმონიაში ილიკო სუხიშვილიც მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ბატონი ბუბა ყველასთვის ეპოქალური არტისტი იყო. მისი შექმნილი პერსონაჟები, მისი როლები, გამონათქვამები, სიმღერის ტექსტები, ყველამ ზეპირად ვიცით.  ის იყო უნივერსალური არტისტი, ასეთები მსოფლიოში ცოტანი არიან. სულ არაფერიც რომ ეკეთებინა, მის გარშემო ყოველთვის წარმოდგენა იყო. მადლობა მას თავისი სამოქალაქო პოზიციისთვის, უკრაინის გვერდით დგომისთვის მადლობა. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მთელ საქართველოს.“ - ამბობს ილიკო სუხიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.