ქარიშხალი ბარსელონაში - დატბორილია გზები, შეფერხებულია მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები
1730732603
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ბუბა კიკაბიძეს გამოემშვიდობა. მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.
„ისე განსაჯა უფალმა, რომ ნათლისღება დღეს ვემშვიდობებით მსოფლიო მასშტაბის ხელოვანს, რომელმაც უკვდავებაში გადაინაცვლა და რომელიც გარდაიცვალა იმისათვის, რომ მუდამ ჩვენთან დარჩენილიყო. ბატონმა ბუბა კიკაბიძემ (მე მისი მოსახელე ვარ, შინაურობაში ასე მეძახდნენ ბავშვობიდან), მოგვცა უპრეცედენტო პატრიოტიზმის მაგალითი, როდესაც სამშობლოს გამო უარი თქვა დაფნის გვირგვინზე და იმ ბენეფიტებზე, რომლებიც ელოდებოდა რუსეთში. ისტორიული მატიანე ამას დააფიქსირებს ოქროს ფურცლებად. ნათელში იყოს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.