ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
პოეტი დიკა სალაყაია გლდანში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ეხმაურება. როგორც ჩანს, პოეტი ოჯახს იცნობდა და ზაფხულში დახმარებია კიდეც. (სტილი დაცულია)
„ეს პატარები. გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად რომ დაიღუპნენ, ჩვენი პრინცესები ყოფილან..
როგორ მეწვის გული. ამ ზაფხულს ვიყავი მათთან… პატარა ანგელოზის დაბადების დღე ახლოვდებოდა, “ბასანოჩკები” უნდაო ძალიან მისმა დედიკომ და კანფეტები… ღმერთო…
მათ თვალებში რაღაც უძირო სევდა არის მეთქი, ვფიქრობდი… პატარებს დავპირდი, ისევ მოვალ თქვენთან მეთქი, მაგრამ….ეს რა გავიგე… ღმერთო, რატომ?“,- წერს სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია.
შეგახსენებთ, ინფორმაცია გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე დღეს საღამოს გავრცელდა. სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.