ავარია გორთან - დაშავებულებს შორის არიან ბავშვები, ერთ-ერთი მათგანი 4 წლისაა

სასწრაფო

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. ერთი ბავშვის ასაკი 4 წელია. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.