აშშ-ის საელჩო გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ashh-is saelcho

აშშ-ის საელჩო საქართველოში, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს:

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა.

კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.

ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.