მეცნიერების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნის მიზეზი, შესაძლოა, ჩვენს პირში იყოს
1758819822
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულები. სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენმა მართვა დაკარგა.
ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის.