„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს გუდაურში განუცხადა.
„დაშავებული ამოყვანილია და ცოცხალია. სასწრაფოს გადაჰყავს. პარაპლანით ფრენები ნამდვილად დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა რომ სამაშველო ოპერაცია არ ჩატარდეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, პარაპლანით ფრენები შეჩერდება, ვიდრე, რეგულაციები არ გამკაცრდება.
ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.
სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.