30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა - პრემიერ მინისტრის სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს

irakli garibashvili

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

ვრცელდება ბოლო ცნობები, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების შესახებაც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა - ერთი მძიმედ დაშავდა.