დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სოციალურ ქსელში გაზიარებულ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება აქვს. ვიცით, რომ ზიარებას უდიდესი ძალა გააჩნია. ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებას, სულისა და ხორცის განკურნება შეუძლია. სული კი მშვიდად ებარება უფალს, როდესაც ის ნაზიარებია...
***
ღამის 12 საათზე მღვდლის სახლის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა... მოხუცი ქალი იყო, რომელმაც სასულიერო პირს ავადმყოფის ზიარება სთხოვა. მღვდელი მოემზადა და მოხუც ქალს თან გაჰყვა. ისინი ღარიბულ ქოხს მიადგნენ. ქალმა კარი გააღო და მღვდელი ოთახში შეუშვა, და აი, უცებ მღვდელი სარეცელზე მწოლიარე ავადმყოფის პირისპირ მარტო აღმოჩნდა, რომელმაც დაინახა თუ არა სასულიერო პირი, ყვირილი დაიწყო:
- წადი აქედან! აქ ვინ მოგიწვია? მე ათეისტი ვარ და ათეისტად მოვკვდები!..
მღვდელი დაიბნა.
- მე ხომ ჩემით არ მოვსულვარ? - მიმართა მან სნეულს, - მე აქ მოხუცმა ქალმა მომიყვანა.
- რომელმა მოხუცმა? მე ასეთი არავინ მყავს! - არ ცხრებოდა ავადმყოფი.
მის წინ მდგომმა მღვდელმა ავადმყოფის საწოლის თავთან კედელზე ძველ ფოტოს მოჰკრა თვალი და ამ ფოტოზე სწორედ ის მოხუცი იცნო, იქ რომ მიიყვანა.
- აი, ამ ქალმა, აი სწორედ ამან მომიყვანა აქ! უთხრა მან სნეულს და სურათზე მიუთითა.
- მამაო, გესმის რას ამბობ? ეს ხომ დედაა ჩემი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა!
ორივენი გაოგნებამ შეიპყრო, თავზარდაცემულნი ხმას ვერ იღებდნენ. ავადმყოფმა ტირილი დაიწყო. შემდეგ, როცა გონს მოეგო და დამშვიდდა, მღვდელს სთხოვა აღსარება მიეღო მისგან და წმინდა საიდუმლოთი ეზიარებინა.
ასე უჩვენა მას გარდაცვლილმა დედამ სულის ცხონების გზა.