დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დედა ნატალიას ყველა იცნობს, ვისაც კი ციხისჯვრის დედათა მონასტერი მოულოცავს. ლამაზ ბუნებაში, ძვირფასი ქვის მსგავსად აღმოცენებული პატარა ტაძარი, წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობისაა.
ტაძარში მისულთ დედა ნატალია გულით ეგებება და ნუგეშის მომცემი სიტყვებით მასპინძლობს, შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის ნაქონი სარტყლის წელზე გაკეთებას ურჩევს. რწმენით მისულთათვის, სარტყელი სასწაულებს ახდენს.
დედა ნატალიას ლოცვა ბევრს შესწევია. მამა გაბრიელის სარტყელი კი უშვილოებს შვილით ასაჩუქრებს... მადლიერი მრევლის ნათქვამი მწიფე სიტყვა, ჩემი ყურითაც მომისმენია:
„დედაო, დედაჩემი მოვიყვანე, შენი ლოცვით თვალებში ჩინი დაუბრუნდა“.
"ჩემი ლოცვით კი არა, მამა გაბრიელის სასწაულით“, - უსწორებს დედა ნატალია და გულწრფელი სიხარულით აგრძელებს ტაძარში მისულთა "დაკვალიანებას".
ასე ფუსფუსებს ტაძარში, სადაც მისი შვილი, არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი მონასტრის წინამძღვარია.
დღეს დედა ნატალია სნეულებაშია და მას უკვე ჩვენი ლოცვა სჭირდება. 76 წლის მონაზონს ვირუსი შეეყარა და ფილტვების ანთებით, მეოთხე დღეა კლინიკაშია მოთავსებული.
მამა გაბრიელი მრევლს და საზოგადოებას დედა ნატალიას ლოცვებში მოხსენიებას სთხოვს. ადამიანების ერთდროულ ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს იცით.
"ვირუსი გადაიტანა და დასუსტებულია. ფილტვების ანთება აქვს. გულწრფელად ვთხოვ ყველას, რომ "მამაო ჩვენო" მის სახელზე თქვან, თუნდაც გულში. გთხოვთ, მოიხსენოთ ლოცვებში, რომ გამოჯანმრთელდეს. ახლა დედაოს შველა უნდა.
უფალი სნეულებით ადამიანს მასთან აახლოებს და წმენდს. და ჩვენ სულს ეს სჭირდება. თუმცა მოკვდავებს ადამიანური ნუგეშის მიღება გვსურს. ჩვენი ნუგეში დღეს ჩვენი პატრიარქია. ამიტომ არის აქამდე ჩვენთან.
ასე რომ ჩემი უმორჩილესი თხოვნით, მოიხსენეთ ლოცვებში დედა ნატალია. შეგიძლიათ ღმერთს სთხოვოთ, უფალო განკურნე სნეული მონაზონი ნატალია, რათა მალე გამოჯანმრთელდეს და დაბრუნდეს ტაძარში.
მისთვის ჩვეულ ყოველდღიურობას, სიყვარულის გაცემის მდგომარეობას დავუბრუნოთ", - ამბობს მამა გაბრიელი "პრაიმტაიმთან".
ასე რომ ძვირფასო მკითხველო, მარტო კომენტარებში არა, რეალურ ლოცვაში მოიხსენიეთ დედა ნატალია. "ლაიქისა" და კომენტარის ამარა ნუ დატოვებთ არქიმანდრიტის ამ გულწრფელ თხოვნას.