არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხოეთში წაყვანის საკითხი არ განიხილება - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის მდგომარეობაზე

მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

მინისტრის თქმით, პატრიარქის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება.

"უცხოეთში წაყვანის საკითხი ამ წუთას არ განიხილება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც ამის საჭიროება დადგება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია, გაკეთდება. ჩვენ ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.