არსებობს ორი ვერსია - ვინ გათქვა ბადრი ესებუა

ესებუა

არსებობს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ გათქვა „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა. 

ესებუას ადგილსამყოფელზე თუ ინფორმაციას მიაწვდიდა პოლიციას ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, ამიტომ ჯიხაშკარში ეჭვი აქვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია ასე შევიდა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია:  ომიანე ჯიქიას შვილიშვილი პოლიციამ ერთი წლის წინ დააკავა სრულიად სხვა საქმეზე.

ის სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდის. მისი კამერა ფარულ მოსმენაზე იყო აყვანილი, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ თანამესაკნეების საუბრიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუა ომაინე ჯიქიას ქალიშვილის სახლში იმყოფებოდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში და დადიოდა სტუმრად ომიანე ჯიქიასთან ჯიხაშკარში.