1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში ბადრი ესებუას პროცესი დაიწყო. ადვოკატის თქმით, მან დანამდვილებით არ იცის, გადმოიყვანენ თუ არა ბადრაგები ესებუას ბათუმის ციხიდან ზუგდიდის სასამართლოში.
იგი ბათუმის ციხიდან დისტანციურად ჩაერთო.
ბადრი ესებუა 2 დღის წინ სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ჩხრეკის დროს ბადრი ესებუას ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული პასპორტი, რომლითაც იგი ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილდებოდა,3200 ლარი და 50 ვაზნა აღმოაჩნდა - ამის შესახებ ჩხრეკის ოქმშია საუბარი.
ბადრი ესებუას მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.