არის თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე

შოვი

შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.
სამძებრო ღონისძიებების დროს, მაშველებს დახოცილი მსხვილფეხა საქონელი ამოჰყავთ.

რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე?

სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო, პირველ რიგში, წყალია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიხსნის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილ ტერიტორიას კავშირი აქვს იმ წყლებთან, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება და ამიტომ ტერიტორია მაქსიმალურად დროულად უნდა გასუფთავდეს:

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ, მაგალითად, საქონლის ლეშიდან სხვადასხვა ინფექცია გავრცელდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მათ ექნება კონტაქტი იმ წყალთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს და ან ეს წყალი უკავშირდება იმ რეზერვუარებს, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. მასშტაბსა და რისკებზე საუბარს მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი გვეცოდინება, არის თუ არა მეწყრისგან დაბინძურებული ტერიტორია დაკავშირებული იმ წყლებთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს“.

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს.

რაც შეეხება წყლის მიღმა ანუ ტრანსმისიურ, მწერების მიერ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რისკი დაბალია, რადგან ინფექციონისტის თქმით, ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც მწერის ნაკბენით ვრცელდება, ამ ეტაპზე რაჭაში არ გვხვდება. განაგრძეთ კითხვა..

ასევე ნახეთ:

VIDEO: „გასკდა გული, ეს რა შესრულება იყო!“ - დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის შესრულებული „ფრთამოტეხილი მაფშალია”

VIDEO: „არ ვიცნობ კალაძეს, მაგრამ შემიძლია პიროვნების ამოცნობა... ხომ გჯერათ ჩემი.. - ეზოთერიკოსი კალაძესა და შოვის ტრაგედიაზე

„შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის“ - ასტროლოგების გაფრთხილება

VIDEO: რუსთავში, კაცი მიკროავტობუსიდან გადავარდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

VIDEO: კრიმინალური გარჩევა მახათას მთაზე - „როგორც შენ გინდა, ისე მიეხედაბა მაგას“

„ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!“ - ოჯახი შოვში, ფოლკლორისტს გენადი სულთანიშვილის ეძებს