როგორი ზამთარი გველოდება - ელ-ნინიოს შემდეგ მეცნიერები პოლარულ მორევს აკვირდებიან
1786913717
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 75 წლის მამაკაცი გადმოვარდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ სატრანსპორტო საშუალება გააჩერა, კარგი გააღო, თუმცა მგზავრის გადავარდნა არ შეუმჩნევია.
დაშავებული კაცი თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და იგი მართვითი სუნთქვით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.