გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ყველაზე ხელსაყრელ და წარმატებულ დღეებს ასახელებენ და აღნიშნავენ იმასაც, თუ როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:
9 აგვისტო
ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამომავლო მიზნის განსაზღვრა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, თუ როგორ შეხვდებით შემოდგომას, შესაძლოა, სწორედ ამ დღის ეფექტით იყოს გამოწვეული. მიიღეთ თამამი გადაწყვეტილებები, მიეცით საკუთარ თავს უფლება, საზოგადოების წინაშე სრულფასოვნად წარსდგეს. არ თქვათ უარი საინტერესო იდეებსა და ინიციატივებზე და იყავით თავდაჯერებული.
10 აგვისტო
ამ დღეს შესაძლოა, ადამიანებს ემოციების გაკონტროლება განსაკუთრებით გაუჭირდეთ და მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომაც, ფრთხილად იყავით. თუ შესაძლებელია, გადადეთ მოლაპარაკებები, დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ და თქვენთვის საყვარელი საქმე გააკეთეთ.
11 აგვისტო
სამყაროა სარკეა: ეს დღე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადამიანებს სამყაროში გაშვებული ენერგია უკან უბრუნდებათ - კარგიც და ცუდიც. ამიტომ, იყავით გულისხმიერი და კეთილგანწყობილი, დახმარებისა და მხარდაჭერის სურვილით და თქვენც უკან სიკეთე დაგიბრუნდებათ.
12 აგვისტო
ადამიანები სოციალური არსებები არიან და როგორც წესი, მათთვის კომუნიკაცია, გრძნობების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასტროლოგების თქმით, ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, შეხვდეთ მას, ვისაც დიდი ხანია ელოდებით, შექმნათ სასიამოვნო თავგადასავალი და ბედნიერი დღეები. არ თქვათ უარი, მეგობრებთან ერთად შეკრებაზე, გასეირნებაზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე. შესაძლოა, სწორედ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას უკეთესობისაკენ შეცვლის.
13 აგვისტო
ამ დღეს მხარდაჭერის მიღება გაცილებით მარტივია. თუკი დიდი ხანია, ვინმეს დათანხმება გსურთ რაიმე საკითხზე, იქნება ეს საქმიანი ურთიერთობები, პირადი ცხოვრება, თუ საგანმანათლებლო სფერო, სწორედ ამ დღეს გამოხატეთ ინიციატივა. დიდი შანსია, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ვალერი კორშიას ეთერში წაკითხული ლექსი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთ
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს