დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თბილისის საქალაქო სასამართლოში მახათას მთაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევის მონაწილე პირების პროცესი დაიწყო. პატიმრობაში რჩება სამივე ბრალდებული.
პროცესზე ბრალდებულებს არაფერი უთქვამთ, თუმცა მათი პოზიცია ცნობილია - ანრი ხარაიშვილი, გიორგი შინჯიაშვილი და ანზორ შარმაიძე ბრალს არ აღიარებენ. განსხვავებულია გამოძიების ვერსია. ფარული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი ანზორ შარმაიძე, მახათას მთაზე "ქურდულ გარჩევას" აორგანიზებდა. ამ თხოვნით კი მას ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ანრი ხარაიშვილმა მიმართა, რომელიც გამყიდველს თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა ხარაიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა. შედეგად, მის ყოფილ თანამშრომელს 8000 ლარის გადახდას, მუქარით აიძულებდნენ. ოპერატიული მასალის მიხედვით, გარჩევას მოდავეების გარდა, დაესწრო გიორგი შინჯიაშვილი, ზედმეტსახელად "ჩუქჩა" სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. ფარულ მასალაში ისმის საუბარიც, სადაც შინჯიაშვილი დაზარალებულს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ვალერი კორშიას ეთერში წაკითხული ლექსი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთ
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს