არასწორია, როდესაც ადამიანს ვეუბნებით - „თავი ხელში აიყვანე“ - ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი

გოგიტა გეგელაშვილი

„არასწორია, როდესაც ადამიანს ვეუბნებით - „თავი ხელში აიყვანე",- ამბობს ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი, გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო".

„როდესაც მთელი საზოგადოებამ ვისაც არ ეზარება, ადამიანს ეუბნება, რომ „თავი ხელში აიყვანე“, ეს არასწორია. გარკვეულწილად, ადამიანი ასეთ ლოზუნგს იღებს, როგორც დაცინვას. თუ შეგიძლია დაეხმარე ან თანაგრძნობა მაინც გამოხატე.  

როდესაც ხედავ, რომ ადამიანს თავი ხელში ვერ აჰყავს, მას მხარდაჭერა უნდა და არა ყალბი მესიჯები. თუ შეიძლება, რომ წამლის გარეშე მოგვარდეს, მაშინ  ექიმმა მცენარეული მედიკამენტიც კი არ უნდა დანიშნოს. ამ დროს რეკომენდაციაა - ბევრი წყალი მიიღე, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრე და მღელვარება აღარ გექნება“,- ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.