„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ევროკავშირის დროშა ამ ადამიანებმა აქციეს ძალადობის, ზიზღისა და სიძულვილის სიმბოლოდ საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„ვინც ძალადობას აანონსებს, ვინც პოლიციელების მოსყიდვას ცდილობს, რამდენიმე დღის წინ მათი პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“) თავმჯდომარე და წევრები იყვნენ ბრიუსელში. საკუთარი განცხადებით, ევროკომისიაში ჰქონდათ შეხვედრები და ევროპის სახალხო პარტიის რაღაც შეხვედრაზე გამოვიდნენ. ვინ დაიჯერებდა, რომ ასეთ აბსურდის თეატრში გვექნებოდა საქმე.
დღეს, ფაქტობრივად ევროკავშირის დროშა ამ ხალხმა ძალადობის სიმბოლოდ აქცია. აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ სადაც გამოჩნდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდიან ძალადობით. ეს გაუკეთეს ევროკავშირსა და ბრიუსელს და ამას უხუჭავს თვალს ზოგიერთი ელჩი და მათ შორის ევროკავშირის ელჩი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.