1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
8 წლის გიოს დედა საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მათ უდიდეს თანადგომას უწევს.
მისი თქმით, გიო ამ დროისთვის მკურნალობის კურსს ისრაელში გადის, სიცხე გაუგრძელდა, თუმცა მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ეს არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სიყვარული.
დაუზუსტებელი საზღვრებით.
ჯერ კიდევ მუცელში მდოგვის მარცვალივით პაწაწინა იყო, სიცოცხლისთვის იბრძოდა.
დაბადებიდან 2 კვირაში მეორედ დაიწყო სიცოცხლისთვის ბრძოლა და 5 წელი გოლგოთის გზა გაიარა.
8 წლის ასაკში მოუწია თიმუსის, ორგანოს დაკარგვა და პატარა ფილტვების უფრო დაპატარავება. არასოდეს კითხვა არ დაუსვამს, რატომ? მეც არ მიფიქრია ალბათ იმიტომ რომ ვერცერთ ბავშვზე ვერ ვუშვებ იგივეს…
არასოდეს არ უბრაზდება მის მეგობარ უფალს და არაფერს სთხოვს.
მეგობარს არ უნდა თხოვნა როცა რამე გიჭირსო, ვინც არ უნდა ჰკითხოთ, ასე გიპასუხებთ.
არ ვარ მზად ამ თემაზე ღრმად ვესაუბრო, ემოციებს ვერ ვიკავებ.
არ ვიცი როდის გაიზარდა ამხელა…
არ მიყვარს საკუთარ შვილებზე საუბარი მაგრამ ახლა, ისევ განსაკუთრებულ მდგომარეობაშია და იმედი მაქვს ბოლოჯერ.
გიორგის მრავალწლიანი, რთული გზის გავლა მოუწევს და ჩვენ, მასთან ერთად.
სრულ მომწიფებამდე, ფაქტობრივად, უპროგნოზო ბომბზე “ვიჯდებით” ,
როდის და სად აფეთქდება არავინ იცის.
❌იმუნიტეტი ფაქტობრივად აღარ აქვს,
❌რისკია თირკმელზედა ჯირკვალზე,
❌რისკია ფარისებრზე,
❌რისკია სისხლში თეთრ უჯრედებზე (T ლიმფოციტები)
❌ რისკია ჰორმონალურ მომწიფებაზე,
❌ რისკია ზრდის განვითარებაზე
ეს რაც მოკლედ მითხრეს ექიმებმა,
შეიძლება რაღაც გამომრჩა,
რთულია მშობლისთვის ამის გააზრება და რეალობის მიღება…
სიმსივნის მორფოლოგიის პასუხს ელოდებიან, თუ კეთილთვისებიანი იყო, ქიმიები არ დაგვჭირდება.
შემდეგ შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება, ორგანოს როგორ ჩაანაცვლებენ.
ალტერნატივაა ძვლის ტვინის გადანერგვა ან ჰორმონებით ჩანაცვლება, წლების განმავლობაში ყოველ თვიური კონტროლი ყველა ორგანოსი და გამაჯანსაღებელი თერაპია სრულ მომწიფებამდე.
ამ ეტაპზე გიორგის სიცხე უგრძელდება მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ტკივილები აღარ აქვს, შეძლებისდაგვარად მოძრაობს და სიყვარულს აფრქვევს💛
თქვენ რა გითხრათ ვფიქრობ, რომელი სიტყვები მოვძებნო, ზუსტად გადმოვცე რასაც თქვენს მიმართ ვგრძნობ.
მადლიერებით სავსე მაქვს გული,
მადლობა უპირობო სიყვარულისთვის,
მადლობა თანადგომისთვის,
მადლობა ადამიანობისთვის,
თურმე უცხო მიწაზე უფრო მეტად აფასებ შენ ხალხს. საოცარი ერი ვართ, ვერ გასამეორებელი.
მიხარიხართ და მეამაყებით ჩემო ქართველებო, ჩემო ემიგრანტებო, შეუფასებელია თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა. უცხო მიწაზე, რთული დიაგნოზით ჩამოყვანილი შვილი და თან მარტო, ასეთი დაუცველები არასოდეს ვყოფილვართ. თქვენ მიგვიღეთ, დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ, უიმედობის უფლება არ მოგვეცით, ოპერაციის დღეს იქ რომ არ ყოფილიყავით, ჩემი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუფიქრებლობით რას გავაკეთებდი არ ვიცი. კლინიკაში ექიმებს ვანახებდი, ნახეთ რამდენი გულშემატკივარი გვყავსთქო, ნახეთ რა მაგრები ვართთქო.
გაოცებას ვერ მალავდნენ.
ეს თქვენ ხართ, ეს ჩვენ ვართ ქართველები.
მადლობა ყველას, ემიგრანტს თუ არაემიგრანტს, მადლობა რომ არ გვტოვებთ, გვამხნევებთ, გვაძლიერებთ და უიმედობის უფლებას არ გვაძლევთ,” – წერს ნათია ზარიძე.