გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გზა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200  (უშგული-ლასდილი) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საავტომობილო გზების კმ1-კმ184 (ზუგდიდი-უშგული) და კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.