გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გიომ ოპერაციის წინ მოინახულა დათი კლინიკაში. ნათიამ რომ ჰკითხა, შენი თავისთვის რას სთხოვ ღმერთსო, გიომ უპასუხა: ჩემი მეგობარია უფალი და მე არაფერს დამიშავებს, მხოლოდ დათის გადარჩენა ვთხოვეო,- ამის შესახებ მარი ჯიხვაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„როგორ მინდა უფალმა ეს გულწრფელი თხოვნა აუსრულოს. ორივეს მკურნალობა ძალიან დიდი თანხები ჯდება და გთხოვთ როგორც შეგიძლიათ დაეხმარეთ. ორი ერთნაირი დათუნია,“ - წერს მარი ჯიხვაძე.
შეგახსენებთ, 8 წლის გიორგის, რომელსაც სიმსივნე, რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა და ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა, ისრაელის კლინიკაში ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.